ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე, პლაკატი ვინც გამოიტანა, რომელსაც ფალოსის სახელი ეწერა რუსულად, ჯერ ისინი გადადგნენ | ოდიშარია

გამოქვეყნდა:

"რამე ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე" - ასე საუბრობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა ოდიშარია ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე, რომლებმაც წულუკიანს პარლამენტში "Русский военный корабль иди на х*й" პლაკატი გაუშალეს.

ოდიშარია ამბობს, რომ არც ირაკლი ბერაია და არც ალუდა ღუდუშაური თანამდებობიდან არ უნდა გადადგნენ.

"ადამიანმა სინანული გამოთქვა. მაგალითად თეა წულუკიანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი როგორ შეიძლება ქალმა, რამე ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე, აი ის რუსკი კარაბლთან დაკავშირებული ლოზუნგი მე და შალვა პაპუაშვილს გვეკეთა მაშინ როდესაც ვიყავით ირპენში და ბუჩაში. სამი ქალი რომ გამოიტანს და ქალ მინისტრს ამას გამოუფენს. თუ იქ რა წერია... [თანამდებობიდან არ უნდა გადადგნენ?] არა, არავითარ შემთხვევაში. აი ის პლაკატი ვინც გამოიტანა, რომელსაც ფალოსის სახელი ეწერა რუსულად, ჯერ ისინი გადადგნენ თანამდებობიდან", - თქვა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, გუშინ პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე სხდომაზე "ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.

მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია ითხოვს, რომ ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი