ქართული ოცნების დეპუტატი კაცების მხრიდა, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასა და მათი მისამართით უცენზურო გამონათქვამებს, "ლელო- საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ეხმაურება. ხაზარაძე წერს, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრასა და ძალადობაზეა აგებული:
"საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს ტრადიციებს, ღირსებას, კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის ღირსების მცველი იყო.
ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფას და ბულინგს, რაც ირიბად დასაშვებს ხდის ქალებზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას და ახალისებს ფემიციდს.
გუშინდელ ინციდენტს შეესწრო არაერთი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან. როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად ასეთ დროს?
უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული." წერს ხაზარაძე.