"ჩინეთის საკითხმა დასავლეთში ყველასთვის ნათელი გახადა, რომ საქართველოს მთავრობა ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა და პარტიის წევრების აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.
„ჩვენს ვიზიტს დაემთხვა ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, ერთი იყო ავსტრალიის პრემიერმინისტრი, რომელმაც ისაუბრა ჩინელების გავლენებზე წყნარ ოკეანეში და ასევე იყო ჩინეთის საგარეო მინისტრი, რომელსაც ჰქონდა მკაფიო მოლაპარაკებები სახელმწიფო დეპარტამენტთან ვაშინგტონში და ზუსტად ახლა ჩინეთის საკითხმა ზუსტად გააღო ძალიან ბევრი მწუხარების კარი აშშ-ში, კონგრესში, რადგან მთლიანად პოლიტიკური სპექტრი უკვე გაერთიანებულია იმაში, რომ დაკონკრეტდა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გზა.
შარშან შეიქმნა სპეციალური კომიტეტი ჩინეთის გავლენებზე და გქვონდა შეხვედრები ამ კომიტეტთან, ჩვენ გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა კონგრესმენებთან, ექსპერტთა ჯგუფთან და ყველას ჰქონდა ერთი და იგივე კითხვები, როგორ მოხდა რომ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საიდუმლოდ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რადგან ყველას გვეგონა, რომ ჩადიოდა სპორტის ღონისძიებაზე და უცებ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გავხდით.
კითხვები ჰქონდათ, რატომ ხდება, რომ ამერიკის ნაცვლად, ჩინეთის კომუნისტური პარტია ხდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ყველას აინტერესებდა, როგორ ხდება საქართველომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა მიიღოს რატიფიცირების გარეშე, ასევე ყველას აინტერესებდა როგორ ხდება, რომ ჩინეთი, რომელიც უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდა საქართველოში სამედიცინო სექტორის წინააღმდეგ პანდემიის დროს. ჩინეთი, რომელმაც გააგზავნა დელეგაციები ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორ შეიძლება, რომ მათთან გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობამ ზუსტად დააკონკრეტა ყველასთვის დასავლეთში, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას,“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.