ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების დაგვიანებისთვის, ლუკაშენკომ რუსეთს კომპენსაცია მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების დაგვიანებისთვის, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთს კომპენსაცია მოსთხოვა:

"რუსული მხარის გამო ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მცირე შეფერხება გვქონდა. ბუნებრივია, შეთანხმების მიხედვით, ჩვენ მათთან დავაყენეთ კომპენსაციის საკითხი. ამის დამალვა არ არის საჭირო, იქ არაფერი იყო საგანგებო. მაგრამ ასეთი კითხვები გაჩნდა იმის თაობაზე, რომ დარღვეული იყო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების ვადები და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსულ მხარეს" თქვა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, რუსეთმა შესთავაზა ატომური საწვავის მიყიდვა ბელარუსს იმავე ფასში, როგორც რუსეთის ელექტროსადგურები ყიდულობენ, 5 წლის საგარანტიო ვადით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი