საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ სადაც პაციენტია მოთავსებული.

კლინიკაშია ბავშვის ოჯახიც, მშობლები და კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

22  აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 22 აგვისტოს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1394
  • გამოჯანმრთელებულია - 1132
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 903
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -278, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი