"ქართული ოცნება" კრემლს ემიჯნება, მაგრამ ერთი-ერთში იმეორებს რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ორმაგი, რუსულ-ქართული თავდასხმის სამიზნე გახდა. ჯერ გრიგორი კარასინი და შემდეგ ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ უნისონში აკრიტიკებდნენ სალომე ზურაბიშვილს. საერთო ძალებით შეტევა დაუგეგმავად, ან სულაც განზრახ დაემთხვა პრეზიდენტის ინტერვიუს და "კიბერ კმარას" მიერ სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას. მოსკოვშიც და თბილისშიც მმართველმა ელიტებმა სახელმწიფოს მეთურის კრიტიკა და ფარული მოლაპარაკებების გამჟღავნება მტკივნეულად აღიქვეს.