საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ოკუპანტები არ ისვრიან - ივანიშვილის ხელისუფლება დღეს მტერი სახელმწიფოს პროვოკაციის განეიტრალებას კიდევ ერთხელ მას შემდეგ შეეცადა, რაც ტახტისძირის მიმდებარედ, უკანონო წვრთნებით შეშინებულმა მოსახლეობამ "მთავარი არხის" ეთერით დახმარება ითხოვა.
საოკუპაციო ძალები ქართულ სოფლებში პროვოკაციებს არ წყვეტენ, მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოგონილი ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. დათმობის და არგაღიზიანების პოლოტიკის მიუხედავად, 7-საათიანი მოლაპარაკებები ერგნეთში დღეს ისევ უშედეგო აღმოჩნდა.
ავტორები: გიორგი ახალკაცი, ნინი ბალანჩივაძე