"ამ გრძელი ომის მოსაგებად, ჯარის მიერ მტკივნეული ფასის გადახდა აუცილებელია" | IDF-ის მეთაური

გამოქვეყნდა:

"ამ გრძელი ომის მოსაგებად, ჯარის მიერ მტკივნეული ფასის გადახდა აუცილებელია", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი საუბრობს. მისი თქმით, გასულ დღეს 16 ჯარისკაცი დაიღუპა. 

"ჩვენ ომის შუაგულში ვართ. ეს იქნება ხანგრძლივი ომი და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ პროაქტიულები ვართ და ვებრძვით მტერს მათ ტერიტორიაზე, ვურტყამთ მათ იმ ადგილებში, სადაც თავიანთ გეგმებზე მუშაობდნენ, ზუსტად იქ, საიდანაც ბოროტი ტერორისტები მოვიდნენ... 

ჩვენ მტრის ტერიტორიაზე ვმოქმედებთ, ზუსტი და ძლიერი ცეცხლის მხარდაჭერით. აქტივობა გაგრძელდება და გაძლიერდება ომის ეტაპებისა და იმ მიზნების მიხედვით, როგორც ეს ისრაელის მთავრობამ განსაზღვრა", - ამბობს ის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი