
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობა სოფელში უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებს. ხალხი ამბობს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს პრობლემების მოგვარება ბევრჯერ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გზა იმდენად ცუდია, რომ სასწრაფოს ექიმებს ფეხით სიარული უწევთ, ხოლო ავტობუსები უგზოობის გამო ბანოჯაში საერთოდ არ დადიან.
საპროტესტო აქციას დღეს "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია შეუერთდა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში ბანოჯაში გზის დაგება არ დაიწყება გოგი წულაია და სოფლის მოსახლეობა წყალტუბო - ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებს.