პარლამენტში სხდომა ხმაურით დაიწყო | ელისაშვილს დარბაზი დღესაც დაატოვებინეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში დღევანდელი პლენარული სხდომაც ხმაურით დაიწყო. დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სურდა "ქართული ოცნების" დეპუტატ, ირაკლი ბერაიას მხრიდან თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფაზე ესაუბრა, რისი საშუალებაც არ მისცეს.

ელისაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ბერაიას გადადგომას ითხოვს. პარლამენტი თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა ის დარბაზიდან გაეყვანათ. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ელისაშვილსა და დეპუტატ ირაკლი დაჩი ბერაიას შორის.

მოგვიანებით პაპუაშვილმა ამ თემაზე საუბრის საშუალება არც დეპუტატ ხატია დეკანოიძეს მისცა და მიკროფონი გაუთიშა.

"ფაქტი არის ერთი, რომ აქ, ამ დარბაზში ბატონი ბერაიას საქციელის და სიტყვის" - თქვა ელისაშვილმა მიკროფონის გათიშვამდე.

პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ ეს საკითხი პროცედურას არ ეხებოდა. 

"ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები, არ არის საჭირო, გუშინ იქნა ეს საკითხი აქ ნათქვამი, პასუხი ყველამ მიიღო, არ არის საჭირო ზედმეტი ემოციები", - თქვა პაპუაშვილმა.

ელისაშვილს დარბაზი გუშინაც დაატოვებინეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი