კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია, - ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. არსებული ცნობით, სამივე პატიმარი არასრულწლოვანია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პატიმრების გაქცევის საქმეზე პოლიციამ ერთი ბადრაგი დააკავა.

პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი