ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში პუტინს ძეგლი დაუდგეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ძეგლი დაუდგეს. "ტელეგრამ" არხი Baeston ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოფელ წორბისში ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ინიციატორი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯამბოლათ თედეევია.

არხი ფოტო-ვიდეო მასალასაც აქვეყნებს და წერს, რომ თედეევმა ძეგლთან შეკრებილ "ახალგაზრდებს" ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან უამბო პუტინისა და "2008 წლის მოვლენების შესახებ".

2017 წელს პუტინმა თედეევს მეორე ხარისხის მედალი გადასცა "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის", ხოლო 2020 წელს - ალექსანდრე ნეველის ორდენი. თედეევმა რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 2022 წლის ოქტომბერში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი