გორის ქუჩები თითქმის ორი თვეა გადათხრილია. ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, რომ მიზეზი სკვერების მოსარწყავი სისტემის მოწყობაა. გორის საკრებულოს ოპოზიციაში კი შესაძლო კორიფციაზე საუბრობენ.
მათივე თქმით, ბორდიურების მოსაწესრიგებლად ტენდერი ისეთმა კომპანიამ მოიგო, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში "ოცნებას" 120 000 ლარი შესწირა.
სამუშაოებზე, რომელიც ახლა ქალაქში მიმდინარეობს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.