
ეგვიპტე უცხოური პასპორტებისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 7,000 ადამიანს დაეხმარება ღაზას სექტორის დატოვებაში, - ამის შესახებ განცხადება ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისმაილ ხაირატმა გააკეთა.
როგორც ისმაილ ხაირატმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას თქვა, დაახლოებით 60 ეროვნების 7,000-მდე წარმომადგენელი ღაზას სექტორის დატოვებას რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტი ეგვიპტემ უკვე გახსნა. არსებული ინფორმაციით, გუშინ ღაზას სექტორი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა.