"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებენ. მისივე თქმით, ისინი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ორგანული ნაწილი არიან.
კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს განცხადებაზე, რომელიც 200-მდე არასამთავრობოს სახელით დღეს ევროკავშირის ელჩს გადასცეს.
"მიუხედავად ყველაფრისა მოგვეცით სტატუსი მესიჯი ნიშნავს არ მოგვცეთ სტატუსი, ზუსტად ამას ნიშნავს, როდესაც, ეს შედარება იყო ხომ მოყვანილი გამოცდასთან დაკავშირებით, როდესაც მიდიხარ ვიღაცასთან და ეუბნები ჩემი ბავშვი მომზადებული არ არის, მაგრამ დაუწერე ნიშანი, ეს არის ნიშანი, რომ შენ ბავშვს ნიშანი არ დაუწერონ, სინამდვილეში. ან ისეთი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე, რომ ეს არის ახალი საბჭოთა კავშირი, ამ ენჯ-ებს, ან კიდევ, სინამდვილეში ისინი ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სხვას არაფერს არ ნიშნავს ეს გზავნილი. ყველაფრის მიუხედავად მოგვეცით სტატუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ უნდათ სტატუსი მოგვენიჭოს", - თქვა კობახიძემ.
იხილეთ: