ექსკლუზივი: "მთავარმა არხმა" დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისა და სროლის ვიდეომასალა მოიპოვა

გამოქვეყნდა:

დევნა და სროლა თბილისი-დმანისის მაგისტრალზე - "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ მისდევს ავტომობილი დმანისის ყოფილი მერის მანქანას და უხსნის ცეცხლს. მერსედესის მარკის ავტომანქანიდან გიორგი ტატუაშვილის მაქანას სულ 4- ჯერ ესროლეს, დაუჭრეს საბურავები, რის შემდეგაც თავდამსხმელების მანქანა მიმალვას ახერხებს. კადრები ტატუაშვილის მანქანაში დამონტაჟებულმა ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

თავდასხმა გზის ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე ხდება, რა დროსაც შესაძლებელი იყო ტატუაშვილის ხევში გადაჩეხვაც.  ყოფილი მერს, ერთ-ერთი ტყვია  რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა.

ტატუაშვილი, რომელიც ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფების მხრიდან თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გახდა, ამ თავდასხმის შემსრულებლებად ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს  ასახელებს, რომელიც მმართველი პარტიის სახელით წინასაარჩევნოდაც ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და ოპოზიციას. 

"ეს არის 2020- 2021 წლის საარჩევნო კამპანიების პროცესში არსებული ძალადობის გაგრძელება. მონაწილე პირები არიან ერთი და იგივე პირები. ორგანიზატორი ალბათ სუს-ი და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან და ესენი არიან ამსრულებლები, რომლებიც 2020, 2021 და 2023 წელსაც ახორციელებენ ძლიერ ოპოზიციურ ფლანგზე და გამოდის, რომ ერთი წლით ადრე დაიწყეს საარჩევნო პროცესი იმიტომ, რომ ალბათ ფიქრობენ, რომ ძალიან არ იყვიროს იმ ძალადობამ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ექნება ფონად" ამბობს გიორგი ტატუაშვილი. 

მენაბდიშვილი და ოკმელაშვილი მათი მისამართით გაჩენილ შეკითხვებს არ პასუხობენ. მიუხედავად იმისა, რომ ტატუაშვილმა თავდამსხმელები დაასახელა, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. დანაშაულიდან კი უკვე 24 საათია გასული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი