
2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებულია 3 080.4 ლარი, რაც 566.85 მილიონი ლარით, 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2022 წელს, ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა 103,5%.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვეში, პროექტების განვითარებას 2 318.2 მილიონი ლარი მოახმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 220.1 მილიონი ლარით მეტია და სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი შედეგია - ამის შესახებ ინფრასტრიქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში ისაუბრა.
ქარსელაძე, რიკოთის გზასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გაიხსნა და 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან
"ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს
ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მეტრია
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც
რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად
პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა
მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება" აცხადებს მინისტრი.