ჩაცმულობისთვის ნაცემი მამა-შვილი - პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა 

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე 3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, დღეს, ერთ-ერთ დაკავებულს ი.ფ-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის წარედგინა. ნ.წ.-ს და გ.წ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს  ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან,  ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან  შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ - სხივის ძვლის მოტეხილობა - წერია განცხადებაში

ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მამა-შვილი ჩაცმულობის გამო სცემეს. გელა წელაურს ხელი აქვს მოტეხილი, დებეჟილი აქვს სახე და სხეული. მის არასრულწლოვან შვილს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს. პოლიციამ გამოძიება წელაურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი