"8 გასროლა იყო... ერთი ადამიანი ისროდა, სავარაუდოდ, ორი სხვადასხვა იარაღით" | დმანისის ყოფილი მერი თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"8 გასროლა იყო... ერთი ადამიანი ისროდა, სავარაუდოდ, ორი სხვადასხვა იარაღით", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი საუბრობს და მასზე განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს. 

"8 გასროლა იყო... პირველი ორი, სავარაუდოდ, სხვა იარაღით და მერე სხვა... პირველი ორიდან ერთი ჩემს სავარძელს მოხვდა. ვიგრძენი, სავარძელმა არ გაატარა ტყვია. ერთი ადამიანი ისროდა, სავარაუდოდ, ორი სხვადასხვა იარაღით. ხმით ვიგრძენი განსხვავება. მეორე იარაღი ლეტალურია. ტყვიას სკამში რომ გაევლო, ალბათ ის შედეგი დადგებოდა, რომელიც ვიღაცას უნდოდა... მმართველი გუნდი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას", - თქვა ტატუაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი