
გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის გარეუბნებს თავს დაესხნენ.
ხარკოვის ოლქის პოლიციის თქმით, საოკუპაციო ძალებმა სულ მცირე 10 დრონით დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თუმცა, დაზიანდა და დაიწვა საცხოვრებელი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, ფერმის შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.