ბლინკენი ისრაელში ჩავიდა | ის ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩ ჯეკ ლიუსთან ერთად ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი შეხვედრებს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გამართავს.

როგორც მან გამგზავრებამდე განაცხადა, ვიზიტის დროს ყურადღებას გაამახვილებს იმ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად. საუბარი შეეხება "ჰამასის" მიერ დაკავებულ მძევლებსა და კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საკითხსაც.

"ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ ზიანის შესამცირებლად და ეს არის ის, რის მიმართაც შეერთებული შტატები ერთგულია," - თქვა ბლინკენმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა, ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტია ისრაელში. ისრაელის შემდეგ ბლინკენი კვლავ იორდანიას, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ინდოეთსაც ეწვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი