"არ ვიცი ვინ არის ევტუშენკოვი" | სარჯველაძე ოლიგარქზე, რომლის დაფუძნებული კომპანია აშშ-მ დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანია "სისტემა" დაასანქცირა. სიაში მოხვდა ასევე, მასთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანიაც. შეერთებული შტატების ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით "სისტემას" წილის უმეტეს ნაწილს ოლიგარქის ოჯახი ფლობს.

თავდაცვა, ფინანსები, ტექნოლოგიური სექტორი, ამ სფეროებში საქმიანობს კომპანია "სისტემა", რომლის წილის 49% მფლობელი ევტუშენკოვია, 15% კი მისი შვილი. 

ევტუშენკოვი "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, ინტერნეტსივრცეში ერთი წლის წინ გავრცელებულ ჩანაწერში ის ბიძინა ივანიშვილს "ბორინკად" მოიხსენიებს და დაბადების დღეს ულოცავს. კიდევ ერთ გავრცელებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს შეხვდეს "სისტემას" ვიცე-პრეზიდენტს, ალი უზდენოვს.

"სისტემას" ვიცე-პრეზიდენტები სხვადასხვა დროს იყვნენ ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო სანქცირებულთა წრე ვიწროვდება და მას სულ უფრო უახლოვდება. 

"ქართული ოცნების" დეპუტატმა კი თქვა, რომ საერთოდ არ იცის ვინ არის ევტუშენკოვი.

"ევტუშენკოვი ვინ არის ნამდვილად არ ვიცი და მე მგონია ვალდებულებაც არ მაქვს. არ ვიცი ვინ არის ევტუშენკოვი", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი