მოხდა საქართველოს ბაობაბიზაცია და უნდათ, რომ ყველამ ფუღუროში ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოუვათ ეს | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება. მან მადლობა გადაუხადა ყველას ევროკავშირის სამიტზე მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის რაც მის თავს ხდება არის დიდი უსამართლობა, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილია, რაც საქართველოს თავს ხდება.

"რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტპატიმარი, ეს ყველაფერი რაც ხდება ჩემ თავს, არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილია, რომელიც ასევე ხდება ჩემი ქვეყნის და ჩემი სამშობლოს თავს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გადალახვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ევროკავშირს ჩემ მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის, უმაღლეს დონეზე და მე მესმის, რომ ჩემი პატიმრობა არის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტპატიმრები, მე არ ვარ ერთადერთი პოლიტპატიმარი, უბრალოდ ყველაზე ხმაური ვარ და ჩემ თავზე ეს უსამართლობა არის საქართველოს თავზე უსამართლობა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "საქართველო არის ძალიან ლამაზი ქვეყანა, ძალიან ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული, რომელსაც, უბრალოდ დროებით დაეპატრონნენ ნაძირლები".

"ჩამოყალიბდა არქაული, შუასაუკუნეობრივი სისტემა, მოხდა საქართველოს ბაობაბიზაცია და უნდათ, რომ ყველამ ფუღუროში ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოუვათ ეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ყველაფერს წინ აღვუდგებით", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი