"მედიაზონის" ყოფილ გამომცემელ პიოტრ ვერზილოვს მოსკოვის სასამართლომ 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ "მედიაზონის" ყოფილ გამომცემელსა და ჯგუფ Pussy Riot-ის წევრს, პიოტრ ვერზილოვს დაუსწრებლად 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.  რუსეთში ვერზილოვიც და გამოცემაც "უცხოური აგენტების" რეესტრშია. ვერზილოვი რუსეთის ფარგლებს გარეთ 2020 წლიდან იმყოფება.

სასჯელის მოხდის ვადა გამოითვლება ვერზილოვის რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის მომენტიდან ან ქვეყანაში მისი დაკავების მომენტიდან.

საქმე ბუჩაში მომხდარი დანაშაულების შესახებ X-ზე (ყოფილი Twitter) და Instagram-ზე გამოქვეყნებული 4 პოსტის გამო აღიძრა. მას ბრალად რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების გავრცელება" ედებოდა. გამომძიებლების მტკიცებით, პუბლიკაციები შეიცავს აზრს, "რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთის ინტერესებს." 

განაჩენის მიხედვით, ვერზილოვმა თავისი პოსტებით "მოქალაქეებში შექმნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ცრუ აზრის ჩამოყალიბების რეალური საფრთხე."

ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ ვლოგერ იური დუდთან, რომელშიც ვერზილოვი საუბრობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

მეორე დღეს ვერზილოვმა განაცხადა, რომ ის აღარ იყო "მედიაზონას" გამომცემელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი