ის, თუ როგორ იცავს თავს ისრაელი, მნიშვნელოვანია | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ "რთული დღეები" იყო, თუმცა სოლიდარობის გამოსახატად კვლავ ისრაელში დაბრუნდა.

"ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით... მას აქვს უფლება და ვალდებულება დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მოვლენები აღარ განმეორდეს," -განაცხადა ბლინკენმა.

ამავდროულად, ბლინკენის თქმით, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იცავს თავს ისრაელი და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისთვის, რომლებიც "ჰამასის" შექმნილ ცეცხლში მოხვდნენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარება უნდა მიეწოდოს მათ, ვისაც ეს უიმედოდ სჭირდება ღაზაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკვე მესამედ ჩავიდა ისრაელში მას შემდეგ, რაც "ჰამასი" ქვეყანას თავს დაესხა.

ის უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და შეხვედრას გეგმავს სხვა მაღალჩინოსნებთანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი