„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ არჩეული კანდიდატების ვინაობაა დასახელებული.
არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" წარდგენილი მერობის კანდიდატები არიან:
- ქუთაისში- იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
- თერჯოლაში- თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი;
- ხარაგაულში - კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
- ონში - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
- კასპში - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
მერობის კანდიდატებთან ერთად, "ოცნებამ" ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა.
- თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;
- ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
- ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ცოტნე ანანიძე;
- ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი.
ცნობისთვის, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.