
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
"უკრაინელებს სჭირდებათ მხარდაჭერა ბრძოლის გასაგრძელებლად. ამ შემთხვევაში საუბარია საბრძოლო მასალაზე. ამ კუთხით ჩვენ შევძელით უკრაინას შევთავაზოთ დახმარების ახალი პაკეტი", - თქვა ოლონგრენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარება უკრაინაში მომავალი წლის შუა რიცხვებამდე გაიგზავნება. დახმარების პაკეტიდან დაახლოებით 260 მილიონი ევრო საარტილერიო ჭურვებზე დაიხარჯება, ხოლო 240 მილიონი ევრო ტანკებისთვის საბრძოლო მასალაზე.