₾108 მილიონის ტენდერები მანქანების შესაძენად; 5-დან 3 კომპანია სპორტის ყოფილ მინისტრთანაა დაკავშირებული | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2021 და 2022 წლის ბოლო 2 თვეში უწყებებმა ავტომობილების შესაძენად 108 მილიონი ლარის  ტენდერები გამოაცხადეს.

ორგანიზაციის ცნობით, 5 ძირითადი მიმწოდებელი კომპანიიდან სამი დაკავშირებულია სპორტის ყოფილ მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან.

ხოლო ერთ კომპანიას რუსული ავტომობილების შესაძენად სახელმწიფომ წარსულში 11 მილიონი ლარი გადაუხადა.

მსგავსი ტენდერები ძირითადად წლის ბოლოს ცხადდება, სავარაუდოდ, ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების სწრაფად ასათვისებლად.

"ფლანგვის დეტექტორის კვლევების თანახმად, 2021 წლის ნოემბერ-დეკემბრის რამდენიმე კვირიან მონაკვეთში საჯარო უწყებებმა  48,412,000 ლარის ღირებულების 7 კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა 727 ავტომობილის შესაძენად, საიდანაც 35,848,600 ლარის ღირებულების 632 ავტომობილი მათ უკვე გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ამაში არ შედის წლის განმავლობაში შეძენილი ავტომობილები სხვადასხვა ძალოვანი უწყებებისთვის, რომლებიც ოპერატიული დანიშნულების არის. თუმცა ასეთ ავტომობილთა რიცხვი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულს, დაახლოებით 250-300 ავტომობილს აღწევს", - წერს ორგანიზაცია.

ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი