ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, "ჰეზბოლას" ლიდერმა დუმილი დღეს პირველად დაარღვია

გამოქვეყნდა:

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ დღეს ჰეზბოლას ლიდერმა დუმილი პირველად დაარღვია. ჰასან ნასრალამ მხარდამჭერებს მიმართა. არსებობდა მოლოდინი, რომ ლიბანური შიიტური დაჯგუფების ლიდერის გამოსვლა ჯგუფის მომავალ ნაბიჯებს განსაზღვრავდა და ის ისრაელს ომს გამოუცხადებდა, ვინაიდან „ჰამასმა“ თავის მოკავშირეებს არაერთხელ მოუწოდა, მის  ბრძოლას შეერთებოდნენ.

მიუხედავად ამისა, ნასრალას მომავალ გეგმებზე არ უსაუბრია. ნაცვლად ამისა, მან განაცხადა, რომ არაბულმა და მუსლიმანურმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა ღაზის სექტორში ომი დასრულდეს.

სიტყვით გამოსვლისას, „ჰეზბოლას“ ლიდერმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას „დიდი, კურთხეული ოპერაცია“ უწოდა. ნასრალას თქმით, თავდასხმა სრულად „ჰამასის“ მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. 

მისივე თქმით, თავდასხმამ "პოლიტიკური მიწისძვრა" გამოიწვია ისრაელში და ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნება, ხოლო თავდასხმებმა ისრაელის სამხედრო სისუსტეები გამოავლინა.

როგორც „ჰეზბოლას“ ლიდერი ამბობს, აშშ-ის მიერ, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ფლოტის გაგზავნა ისრაელის "სისუსტეებისა და მოკავშირეებზე დამოკიდებულების გამოვლინებაა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი