
ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს და აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ვარსკვლავი სანქტ-პეტერბურგის სადგურზეა გადაღებული. მოგვიანებით მომღერალი დედაქალაქში მატარებლით გაემგზავრა. პუგაჩოვა მოსკოვში შვილებისა და მეუღლის მაქსიმ გალკინის გარეშე დაბრუნდა, რომელიც ამჟამად ევროპაში მოგზაურობს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუგაჩოვამ და გალკინმა რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკეს და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ. რას უკავშირდება ახლა მოსკოვში დაბრუნება უცნობია.