
მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მისივე ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. მესამე პრეზიდენტი თანაპარტიელებს მიმართავს:
"მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს
მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით." წერს მიხეილ სააკაშვილი.