ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა.

ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ოჰანისიანი დახვდა.

ბერბოკი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება.

ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან სომეხი ლტოლვილების მიღების ცენტრს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი