"ჰეზბოლას" ლიდერმა ისრაელზე თავდასხმის პასუხისმგებლობა "ჰამასს" დააკისრა | ჰასან ნასრალას განცხადებები და აშშ-ის პასუხი

გამოქვეყნდა:

მესამე მსოფლიო ომი არ იწყება. ირანის, სირიისა და ლიბანის მიერ მხარდაჭერილი ჰესბოლა უარს ამბობს ისრაელზე დაანონსებულ თავდასხმაზე. დაჯგუფების ლიდერმა ჰასან ნასრალამ, რომლის მიმართვასაც მთელი მსოფლიო ელოდა, საათნახევრის განმავლობაში მუსლიმური ქვეყნების ერთიანობის აუცილებლობასა და მომავალ გამარჯვებაზე ისაუბრა, მაგრამ რაც მთავარია - პირდაპირ დაადანაშაულა ჰამასი დამოუკიდებელ, შეუთანხმებელ თავდასხმაში ისრაელზე. ამით ჰეზბოლამ ფაქტობრივად მოიხსნა პასუხისმგებლობა და ზურგი აქცია ღაზაში მოქმედ ტერორისტებს - სწორედ ასე თარგმნეს ექსპერტებმა ნასრალას განცხადებები. ჰეზბოლას ლიდერის პარალელურად თელ- ავივიდან პირდაპირ ეთერში განცხადებას აკეთებდა ენტონი ბლინკენი. სავარაუდოდ სწორედ შეერთებული შტატები აღმოჩნდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც შეაჩერა კონფლიქტის მორიგი ესკალაცია. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი