კულტურის სამინისტრო რეზო ამაშუკელზე ფილმს დააფინანსებს

გამოქვეყნდა:

წულუკიანის სამინისტრო, პოეტ რეზო ამაშუკელზე ფილმს დააფინანსებს -„ადამიანი მაინც მარტოა - პოეტ რეზო ამაშუკელის ვიდეოპორტრეტი. შეიქმნება ფილმი პოეტ რეზო ამაშუკელზე (განმახორციელებელი ა(ა)იპ  „აპოლონი და ოლიმპია“); - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანხა "კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის" კონკურსის ფარგლებში გამოიყოფა. 

კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები დღეს გამოაცხადა. 59 განაცხადიდან, გაიმარჯვა 13-მა. კონკურსის ბიუჯეტი 137 834 ლარია.

რეზო ამაშუკელი 2022 წელს გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი