ახალი სანქციები ოლიგარქის პარტნიორებისთვის. ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და კრემლის ლიდერის პირადი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ახალი სანქციების სამიზნე აღმოჩნდა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით სანქციები დაუწესდა ევტუშენკოვის კომპანია "სისტემას". ოფიციალურ განმარტებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზია რუსეთის ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში საქმიანობა. საჯაროდ კი ცნობილია, რომ კომპანია რუსეთის არმიას დრონებისთვის საჭირო სისტემებით უზრუნველყოფს.