პორტუგალიის სანაპიროსთან დანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავი ჩაიძირა | დაიღუპა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

პორტუგალიაში, ფორმოზას სანაპიროსთან, დანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას პორტუგალიის ეროვნული საზღვაო ადმინისტრაცია (AMN) ავრცელებს.

ოთხივე გარდაცვლილი იდენტიფიკაციისთვის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი საზღვაო პოლიცია და მაშველები, ასევე, პორტუგალიის საჰაერო ძალები იყვნენ მობილიზებულნი. 

საზღვაო პოლიცია ჩაძირული ნავის ნამსხვრევების სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი