ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენ თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების დაწყება მძიმე ამბებით გვიწევს - მკვლელობა, თავდასხმა, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ან გაუჩინარებული ახალგაზრდები - ძარცვა, ყაჩაღობა, სისხლიანი გარჩევები, ქუჩური დაპირისპირება. სამწუხაროდ ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, რატომ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება კრიმინოგენულ ვითარებას ქვეყანაში და არის თუ არა "ოცნების" ხელისუფლების მმართველობის შედეგი, ის რაც უკვე ყველა ჩვენგანს დაუცველობის განცდას უმძაფრებს.
"მთავარი არხი", პირველ რიგში, საზოგადოების აზრით დაინტერესდა.
"უპატრონო ქვეყანა და ჭაობში ჩათრეული მოსახლეობა"- სწორედ ასეთია საზოგადოების შეფასება დღეს არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, ქვეყანაში სისტემა და სამართლებრივი ორგანოები არასწორად მუშაობენ. გარდა ამისა, მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზეც საუბრობს.
საქართველოში ამჟამინდელ კრიმინოგენურ მდგომარეობას, კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
"ადამიანები კვდებიან, გამოძიება არ არის ობიექტური. შესაბამისად, სამართალდამცავი სისტემა მხოლოდ ერთ ადამიანს ემსახურება"- ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციის შეფასებით, ერთადერთი ვინც, ამ ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობს ბიძინა ივანიშვილია.