რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს | დაშავდა 9 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ იური მალაშკოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა 
ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარიჩნეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი.

"მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადგილობრივი - 4 მამაკაცი და 5 ქალი. ყველა მათგანს სასწრაფოდ გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარება," - განაცხადა მალაშკომ.

მისივე თქმით, მთლიანობაში რუსეთმა გასულ დღეს ზაპოროჟიეს ოლქის 26 ქალაქსა და სოფელზე  126-ჯერ მიიტანა იერიში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი