პაპუაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ორი წარმომადგენელი პარლამენტის აპარატიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტიდან "სტრატეგია აღმაშენებლის" ორი წარმომადგენელი - ლაშა დიაროვი და გიორგი ხაბურზანია - გაათავისუფლა. 

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ საპარლამენტო სივრცე დაიცალოს ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან.

"ერთადერთი მიზანი ჩვენი თანამშრომლების გაძევების ეს არის, რომ საპარლამენტო სივრცე დაიცალოს ყველა ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი  ადამიანებისგან. დეპუტატებს ვერ გააგდებენ. ამიტომ, ეხლა გადაწყვიტეს აპარატის თანამშრომლებში, ვინც მეტ-ნაკლებად აქტიური პოზიციით გამორჩევა, პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩევა, ამ ადამიანებს დაერივნენ...შიდა რეპრესიები განახორციელა ბატონმა პაპუაშვილმა," - ამბობს ჩიხლაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი