
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც უკრაინული მედია წერს, მათ რკინიგზის მუშაკთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
"მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში ომის დროს მე-6 ვიზიტით. უკრაინის გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის, როგორც თანამედროვე, აყვავებული დემოკრატიის აღსადგენად. და როგორ ვაგრძელებთ ვაიძულოთ რუსები, თავისი აგრესიული ომის გამო გადახდას," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი Twitter).
გავრცელებული ინფორმაციით, ის რადაში სიტყვით გამოვა.