გაქცეული პატიმრების საქმეში ბრალდებულთა წრე ფართოვდება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდებულის, გუჯა თათარაშვილის ძმა, ავთანდილ თათარაშვილი დააკავა.
ამ საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე ივერი ნატრიაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურის მტკიცებით ბრალდებულმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია საბადრაგო ავტომობილში მყოფ მსჯავრდებულებს, რითაც ისარგებლეს და გაქცევა მოახერხეს.