
ნეპალში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია 157 დაღუპულის შესახებ. მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ რამიდანდაში იყო. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როცა ხალხს ეძინა.