წარმატებით დავარტყით Zaliv -ის გემთმშენებელ საწარმოს დროებით ოკუპირებულ ყირიმში | უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული დარტყმები განახორციელეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ზალივის გემთმშენებლობის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე“ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში 4 ნოემბერს, საჰაერო განგაში, შემდეგ კი აფეთქებები იყო. ოკუპანტებმა გადაკეტეს ქერჩის ხიდიც. რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი, აქსიონოვი აცხადებდა, რომ ქერჩის გემთმშენებლობის ქარხნის მიდამოებში რაკეტების ფრაგმენტები ჩამოვარდა და მსხვერპლი არ იყო. 

Zaliv ერთ-ერთი უდიდესი გემთმშენებელი საწარმოა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც 2020 წლიდან მიმდინარეობს რუსეთის საზღვაო ძალებისთვის ავიამზიდების მშენებლობა.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი