ჰამბურგის აეროპორტში მანქანით შეიარაღებული პირი შეიჭრა | იყო სროლა

გამოქვეყნდა:

ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე , ავტომანქანით შეიარაღებული პირი შევარდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერმინალის ტერიტორიაზე, მან 2-ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.  არავინ დაშავებულა.

პოლიცია მასთან მოლაპარაკებას ცდილობს. 

არსებული ინფორმაციით, მანქანაში კაცთან ერთად ორი ბავშვიც იმყოფება.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორიაზე შეჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჰამბურგის აეროპორტი დახურულია და ფრენები შეჩერებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი