"გასულ დღეს რუსეთთან 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა" | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელ თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. 

"მთლიანობაში, მტერმა 7 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა, ასევე, 64 შეტევა განახორციელა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მათივე ცნობით, რუსეთი ბახმუტის მიმართულებით წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას ხრომოვოის, კლიშივკასა და ანდრიივკას მახლობლად, სადაც უკრაინის დამცველებმა მტრის 10-მდე შეტევა მოიგერიეს.

"ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს დონეცკის ოლქის ბოჰდანივკას რაიონშიც, თუმცა, უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, აყენებენ მტერს დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იმაგრებენ მიღწეულ საზღვრებს," - ვკითხულობთ გენშტაბის ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი