ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს საქმიანობა განუსაზღვრელი დროით შეუჩერა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს, რომელმაც ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდებაზე ისაუბრა, განუსაზღვრელი დროით საქმიანობა შეუჩერა.

ელიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება ერთ-ერთი ვარიანტია, რაგდან იქ "მშვიდობიანი მოსახლეობა არ არსებობს".  

მისი ნათქვამი ნეთანიაჰუმ დაგმო.

"ელიაჰუს სიტყვები რეალობას მოწყვეტილია. ისრაელი და IDF უდანაშაულო ადამიანებისადმი ზიანის ასარიდებლად საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტს იცავს და ასე გავაგრძელებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ", – თქვა ნეთანიაჰუმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი