
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ხელისუფლების შტაბ-ბინას ეწვია, სადაც პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, ხვდება.
ბლინკენის რამალაში ჩასვლა წინასწარ არ დაანონსებულა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პარასკევს თელ-ავივში, შაბათს კი ამანში იმყოფებოდა. ის დღის მეორე ნახევარში თურქეთში გაემგზავრება.
ასევე ნახეთ: