"საორგანიზაციო საკითხებით ვიყავი დაკავებული" | რატომ არ მიესალმნენ ზუგდიდში ჩასულ პრეზიდენტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

გამოქვეყნდა:

რატომ არ მიესალმნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდენლები ზუგდიდის რაიონში ჩასულ პრეზიდენტს - ზუგდიდის მერი ამბობს, რომ მაშინ როცა სალომე ზურაბიშვილი სოფელ ორულუში ღონისძიებაზე მივიდა, ის "საორგანიზაციო საკითხებით" იყო დაკავებული. 

"ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ დაკავებულები ვართ საორგანიზაციო საკითხებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, გარკვეულწილად, ეს იყო მოულოდნელობა, მისი ვიზიტი... როცა მობრძანდა, მაშინ მე დაკავებული ვიყავი, კიდევ ერთხელ, საორგანიზაციო საქმეებით და ასევე გახსნით ოფიციალური ცერემონიის", - ამბობს მამუკა წოწერია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი