"აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიმართ ერთგულია" | სახდეპი ბლინკენის და აბასის შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

ენტონი ბლინკენმა მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და პირველადი საჭიროების სერვისების განახლების მიმართ ერთგულია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბლინკენმა და აბასმა დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის მცდელობები განიხილეს. იმსჯელეს "პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეჩერებისა და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობაზეც".

მილერი ამბობს, რომ ბლინკენმა ისაუბრა აშშ-ის ვალდებულებაზეც, იმუშაოს „პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზების მიზნით“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ხელისუფლების შტაბ-ბინას ეწვია. სწორედ იქ შეხვდა ბლინკენი მაჰმუდ აბასს. 

ენტონი ბლინკენი პარასკევს თელ-ავივში, შაბათს კი ამანში იმყოფებოდა. ის დღის მეორე ნახევარში თურქეთში გაემგზავრება.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი