ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს. პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება, ამ ეტაპზე კი ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე უკვე გამოვლენილია შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, საბოლოოდ კი დეკემბერში უნდა გაირკვეს, ვინ ააშენებს პორტს სახელმწიფოს თანამონაწილეობით.
საქართველოსთვის ამ სტრატეგიულ პროექტში ჩინური მხარის ინტერესმა კითხვები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენს პარტნიორებშიც გააჩინა.
ხელისუფლების ოპონენტები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ პროექტი ისეთ ქვეყანას უნდა ანდოს, ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არ არსებობს.
ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ასეთი მნიშვნელიანი ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც.
ასევე როგორც ო'ბრაიენი ამბობს, აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც კანონიერად ოპერირებს